ომბუდსმენი: გარკვეული საკითხები მოწესრიგდა… გართულებულია შესვლა, 2 საათი დაგვჭირდა, რეკავენ სადღაც, ჩემთვის გაურკვეველია სად

გარკვეული საკითხები მოწესრიგდა… გართულებულია შესვლა, 2 საათი დაგვჭირდა, რეკავენ სადღაც, ჩემთვის გაურკვეველია სად, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა გორის ჰოსპიტალში.

“ძალიან გართულებულია შესვლა, მინიმუმ 2 საათი დაგვჭირდა იმისთვის, რომ შესასვლელიდან პაციენტამდე მიგვეღწია. ეს განპირობებულია იმით, რომ გაურკვევლობაა შიგნით, კომუნიკაცია გართულებულია, კომუნიკაცია არის ჯანდაცვის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და პენიტენციურ უწყებას შორის და რეალურად ერთმანეთში რეკავენ და რეკავენ სადღაც, ჩემთვის გაურკვველია, სად და არკვევენ რაღაცებს, რაც ასევე გაურკვეველია.

გარკვეული საკითხები, რაზეც ჩვენ შენიშვნა მივეცით წინა ვიზიტის დროს, გამოსწორებულია, მაგალითად ბადრაგი აღარ ესწრება მის სამედიცინო შემოწმებას, პრობლემაა ის, რომ გარკვეული პირადი ნივთები და ჰიგიენის ნივთები სჭირდება, ასევე სასეირნო სივრცის საჭიროებაც დადგება, როდესაც მას უკვე ფიზიკურად შეეძლება ამის გაკეთება და ეს მოსაგვარებელია და გადავცემთ ამ ინფორმაციას პენიტენციურ სამსახურს, ფანჯარას რაც შეეხება, ეს საკითხი მოგვარებულია”, – განაცხადა ომბუდსმენმა.

კომენტარები
იტვირთება...