ომბუდსმენი: ე. წ. გერმანული მოდელი ODIHR-ში გადაგზავნამდე პარლამენტში უნდა დარეგისტრირდეს

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ოპოზიციის მიერ შემუშავებული ე. წ. გერმანული მოდელი, ოდირში რეკომენდაციისთვის გაგზავნამდე პარლამენტში ოფიციალურად უნდა დარეგისტრირდეს.

მისი თქმით, ამ პროცედურის გავლის შემდეგ კანონპროექტს ოდირში გადაგზავნის.

“ისინი ინფორმირებულები არიან, რომ სახალხო დამცველი აპირებს აღნიშნული კანონპროექტის გაგზავნას, თუმცა მას გარკვეული პროცედურული წინაპირობები აქვს. უპირველეს ყოვლისა, ეუთო/ოდირი ითხოვს, რომ კანონპროექტი უნდა იყოს ოფიციალურად რეგისტრირებული პარლამენტში, მას უნდა ჰქონდეს ოფიციალური კანონპროექტის სახე. ამის შემდეგ სახალხო დამცველი მიმართავს ოდირს მოსაზრების წარმოსადგენად იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელზეც ოპოზიცია შეთანხმდება და დარეგისტრირდება პარლამენტში,”- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ საარჩევნო სისტემის ე. წ. გერმანულ მოდელის ომბუდსმენის საშუალებით ეუთო/ოდირში გაგზავნას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად