ომბუდსმენი: არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი? ამ ტიპის შეფასებებს აკეთებენ პოლიტიკური ორგანოები, მათ შორის საერთშორისო ორგანზაციებში

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის მიმართ არსებობს პოლიტიკური ინტერესი.

სახალხო დამცველის თქმით, უნდა შეიქმნას ჯგუფი ექსპერტთა შემადგენლობით, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოებას ზუსტ ინფორმაციას მიაწვდის.

გადაცემა “რეაქციის” წამყვანის კითხვაზე, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი “ოცნების” პოლიტიკური პატიმარი? ნინო ლომჯარია აცხადებს რომ ამ ტიპის შეფასებებს აკეთებენ პოლიტიკური ორგანოები, მათ შორის საერთაშორისო ორგანზაციებში.

“ეს ადასტურებს იმას, რომ მისი პატიმრობისა და მდგომარეობის  მიმართ  არსებობს პოლიტიკუტი ინტერესები. იმიტომ რომ მსგავსი ტიპის ინფორმაცია პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელში არ უნდა ხდებოდეს და ასეთი ტიპის კომენტარები, რომელიც წააქეზებს პატიმარს უფრო მეტად რადიკალიზაციისკენ, უფრო მკაცრი შიმშილობის გამოყენებისკენ. მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფო მეტი ზიანის მომყენებელი იყოს, რა თქმა უნდა, ასეთი რამე არ უნდა კეთდებოდეს.

რაც შეეხება პოლიტიკურ პატიმრობას, ეს ფასდება კომპლექსურად. ბევრი გარემოების გათვალისწინებით ამ ტიპის შეფასებებს აკეთებენ პოლიტიკური ორგანოები, მათ შორის საერთშორისო ორგანზაციებში…

ასეთი ტერმინებით სახალხო დამცველს არ უსაუბრია, სახალხო დამცველი საუბრობს პირის მიმართ უფლებების დარღვევის ფაქტებზე. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას ჩვენი მანდატის ფარგლებში.

რაც შეეხება კომუნიკაციების შეზღუდვას, ეს სამართლებრივად პროკურატურის დისკრეციაა. თუმცა, მეც ვფიქრობ რომ არ არის საკმარისად დასაბუთებული პროკურატურის მხრიდან.” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

გადაცემა “რეაქციის” წამყვანის კითხვაზე, ვინ  არის პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილს რამე რომ მოუვიდეს ციხეში? ომბუდსმენი პასუხობს:

“პირველ რიგში, შიმშილობა არის პატიმრის გადაწყვეტილება. მაგრამ, პენიტენციურმა სამსახურმა თუ პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ არ უბიძგოს ადამიანს არ მიიღოს რადიკალური გადაწყვეტილებები. რა თქმა უნდა,  ეს არ უნდა დასრულდეს მძიმდე შედეგებით. ამიტომ ვამბობ, მისი ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა უნდა გადაეცეს მულტიდისციპლინურ ჯგუფს, კომისიას, ექსპერტების შემადგენლობით, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მიიღებენ გადაწყვეტილებას მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით”.

 

ცნობისთვის, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და რუსთავის №12 ციხეში შეასახლეს.

 

 

კომენტარები
იტვირთება...