ომბუდსმენი: აღდგომას ვულოცავ საქართველოში მცხოვრებ ყველა ქრისტიანს

ომბუდსმენი საქართველოში მცხოვრებ ქრისტიანებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს.

"საქართველოს სახალხო დამცველი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს საქართველოში მცხოვრებ ყველა ქრისტიანს, ვინც ამ დიდ დღეს აღმოსავლური კალენდრის მიხედვით ზეიმობს.

აღდგომა საყოველთაო განახლების, სიცოცხლის გამარჯვების, იმედის, რწმენისა და დიდი სიხარულის მომნიჭებელი დღესასწაულია ყველა ქრისტიანისათვის.

საქართველოს სახალხო დამცველი უერთდება ამ დღის სიხარულს და ყველა ჩვენს თანამემამულეს ბედნიერებას, წინსვლასა და კეთილდღეობას უსურვებს", – ნათქვამია გავრცელებულ მილოცვაში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...