ომარ ნიშნიანიძე: “ისე შენ და კაკო ბობოხიძემ იხარეთ, რამდენი მაგი მართალი იყოს”

„ეს არის ის ომარ ნიშნიანიძე, ეს არის ის ბანდიტი, რომელმაც 2012 წელს ტყავი გამოიცვალა და ახლა "ოცნებად" მოგვევლინა. ასეთი გაქნილი აფერისტები როგორიც ომარია… სწორედ ამათი დამსახურებაა ქვეყანაში, რომ ასეთი მდგომარეობაა. ივანიშვილი და სააკაშვილი იყვნენ ერთი ბანდა. ეს კაცი არის არასერიოზული კაცი. ეს არის კომიკური აფერისტი. თქვენ იყავით "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ქუთაისში და მაგიდაზე შემდგარი სვამდით სააკაშვილის სადღეგრძელოს", – ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის წევრმა გიორგი გუგავამ ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემა „პრიორიტეტში“ დეპუტატ ომარ ნიშნიანიძესთან დებატების დროს განაცხადა.

"ისე შენ და კაკო ბობოხიძემ იხარეთ, რამდენი მაგი მართალი იყოს" –  ეს სიტყვები კი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატამა ომარ ნიშნიანიძემ  გიორგი გუგავას  საპასუხოდა გადაცემა "პრიორიტეტში" განაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...