ომარ ნიშნიანიძე: გუნდში რაიმე პოზიცია ჩემთვისაც მოიძებნება, ველოდები შემოთავაზებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე „ქართულმა ოცნებამ“ არც მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა და არც პარტიულ სიაში ჩასვა. ამის მიუხედავად ის პარტიის დატოვებას არ აპირებს.

როგორც დეპუტატმა „აიპრესს“ განუცხადა, გუნდში რაიმე პოზიცია მისთვისაც მოიძებნება. მისი თქმით, ელოდება რა თანამდებობას შესთავაზებენ.

„თავის დროზე მე თვითონ ვთქვი უარი პარტიულ სიაზე. მართალია როდესაც ეს განვაცხადე მაშინ ქუთაისში მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენა მინდოდა, მაგრამ როდესაც არ წარმადგინეს მაჟორიტარად არც მაგის მერე გამომითქვამს პრეტენზია რომ სიაში ჩავესვით.

იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ და ეს ასეც იქნება. მერე რა, რომ მე არ ვიქნები მომავალი მოწვევის პარლამენტში“, – აცხადებს ნიშნიანიძე, რომელიც დასძენს, რომ „ქართული ოცნების“ დატოვებას არ აპირებს.

„რა თქმა უნდა გუნდში ვრჩები. მარტო პარლამენტარობა არ ნიშნავს გუნდში ყოფნას. ჩვენი უამრავი თანამებრძოლი პარლამენტში არ ყოფილა, მაგრამ ძალიან ღირსეულ საქმეს აკეთებდნენ.

 

მგონია, რომ გუნდში ჩემთვისაც მოიძებნება რაიმე პოზიცია. ამ ეტაპზე არავითარი შემოთავაზება არ ყოფილა, მაგრამ ვნახოთ დრო ჯერ კიდევ არის“, – განუცხადა ომარ ნიშნიანიძემ „აიპრესს“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად