ომარ ნიშნიანიძე: ერთი-ორი ფეოდალი მაჟორიტარის გამო, კარგი დეპუტატი არ უნდა ჩავრეცხოთ

“მაჟორიტარული სისტემა ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია და არავის დაუმტკიცებია, რომ ის ცუდია. რატომ მაინცდამაინც ჩვენთან არის ცუდი?”,- ამის შესახებ “აიპრესთან” საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, ომარ ნიშნიანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არ შეიძლება ერთი-ორი მაჟორიტარის გამო ყველა მაჟორიტარს გაუფუჭდეს სახელი.

“ჩვენ ვართ ყველაფერში რადიკალები. გინდა, თუ არა დღეს იყოს ყველაფერი. მე ვფიქრობ, ვარ ნიკო ნიკოლაძის ასე ვთქვათ ფანი. საქმის კაცის. ის ამბობდა, რომ მე ვარ მეთანდათანე კაციო. ამ ქვეყანაში თანდათან კარგი და სწორი ნაბიჯებით უნდა ავაშენოთ ჩვენ დემოკრატიული ძლიერი სახელმწიფო.

მაჟორიტარი დეპუტატები, ვფიქრობ, რომ არც ისე მცირე საქმეს აკეთებენ. ეს ხელების შვერა რომ ფეოდალები არიან და ა.შ არასწორია. ერთი ორი შეიძლება ვიღაც იყოს, რომელიც რაღაცას აშავებდეს, მაგრამ ამით ჩვენ მთლიანად არუნდა ჩავრეცხოთ ის კარგი დეპუტატები, რომლებიც თავიანთი რაიონებისა და ქალაქებისთვის ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ. ამიტომაც დავუჭირე მე მხარი, რომ ამ ეტაპზე დავტოვოთ მაჟორიტარული სისტემა”,- განაცხადა ნიშნიანიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით 2 საკანონმდებლო ინიციატიავს განიხილავენ.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, რომელიც უმრავლესობას ეკუთვნის, მაჟორიტარული სისტემა 2020 უქმდება, ხოლო არასაპარლამენტო ოპოზიციის ვერსიით, აღნიშნული სისტემა მიმდინარე წელს უნდა გაუქმდეს.

The post ომარ ნიშნიანიძე: ერთი-ორი ფეოდალი მაჟორიტარის გამო, კარგი დეპუტატი არ უნდა ჩავრეცხოთ appeared first on iRegions.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად