ოლივიე ბურკი: მეცხვარეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია

ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტში ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტის მშენებლობა დასრულდა.

ახლადაშენებული ბიოუსფრთხოების პუნქტი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლევან დავითაშვილმა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ზაზა დოლიძესთან და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

“მეცხვარეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანი დარგია, რომელსაც განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. შვეიცარიის მიერ დაფინანსებული ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტის პროექტი წარმოადგენს სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიანი მიდგომის მნიშვნელოვან ელემენტს ცხოველთა მიკვლევადობისა და იდენტიფიცირებისთვის”, – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა ოლივიე ბურკმა.

კომენტარები
იტვირთება...