ოლიმპიური ცენტრის დირექტორმა 2014 წელი შეაჯამა

ოლიმპიური ცენტრის აღზრდილ საუკეთესო სპორტსმენებს დირექტორისგან წამახალისებელი ჯილდოები გადაეცათ. 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საქართველოს ოლიმპიური რეზერვის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა.  ცენტრის ხელმძღვანელმა სპორტსმენთა მიღწევებზე, მატერიალურ-ტექნიკური და საწვრთნელი ბაზის გაუმჯობესებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ოლიმპიური ცენტრის აღზრდილ საუკეთესო სპორტსმენებს დირექტორისგან წამახალისებელი ჯილდოებიც გადაეცათ.
 
2014 წელს სოციალურად დაუცველი, ნიჭიერი სპორტსმენების მატერიალურ-ტექნიკური და საწვრთნელი ბაზით უზრუნველყოფის მიზნით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე ოლიმპიურ ცენტრში მცხოვრებ სპორტსმენთა რაოდენობა 70-დან 120-მდე, ხოლო მოსიარულე ბავშვთა კონტიგენტი 300-მდე გაიზარდა. უფასო სპორტული სექციებისთვის განსაკუთრებული მონაცემების მქონე სპორტსმენები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან შეირჩნენ.
ცენტრის განცხადებით ვების მზადების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი ასათიანმა 2014 წლის 
 
მათმა სპორტსმენებმა არაერთხელ მიაღწიეს მაღალ შედეგებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ტურნირებზე – მსოფლიო პირველობაზე – 6 მედალი, ევროპის პირველობაზე – 20 მედალი, საქართველოს პირველობაზე – 58 მედალი, ხოლო საერთაშორისო და სხვა ტურნირებზე – 154 მედალი, ჯამში – 238 მედალი.
2015 წელს ოლიმპიური ცენტრის ბაზაზე იგეგმება ძიუდოსა და კრივის დარბაზის მშენებლობა, რაც მკვეთრად გააუმჯობესებს სპორტსმენთა სავარჯიშო პირობებს. ოლიმპიურ ცენტრის სამომავლო გეგმების ფარგლებში, სპორტსმენთა ფიზიკური გაჯანსაღებისთვის აშენდება საცურაო აუზი, შექიმნება სარეაბილიტაციო ცენტრი და კეთილმოწყობილი გასახდელები, ასევე გარემონტდება დევნილებისაგან გამოთავისუფლებული შენობა, სადაც გაკეთდება სასტუმრო სპორტულ შეკრებებზე ჩამოსული სპორტსმენებისთვის.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...