“ოლიგარქმა მოიპარა არჩევნები”, “გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები” – მდუმარე აქცია მაიკლ პომპეოს გასაგონად (ფოტორეპორტაჟი)
დღეს, თბილისში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია “FALSIFIED- გაყალბებულია”|, “ოლიგარქმა მოიპარა არჩევნები”, “გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები” გაიმართა.
პოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოს შეხვედრების პარალელურად, მათი თქმით გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.
მაიკლ პომპეო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
მაიკლ პომპეო არც მმართველი პარტიის და არც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს არ შეხვედრია.
აშშ-ს სახელწიფო მდივანი მეუღლესა და დელეგაციის წევრებთან ერთად თბილისიდან თელავივში გაემგზავრა.
მაიკლ პომპეომ ისე დაასრულა ვიზიტი საქართველოში, რომ მედიისთვის პრესკონფერენცია არ გაუმართავს.