ოლანდი: თუ ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს, ევროპულ ბაზარზე ხელმისაწვდომობას დაკარგავს

საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ 23 ივნისს დაგეგმილ რეფერედუმზე ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს, შესაძლოა გაერთიანებულმა სამეფომ ევროპულ ბაზარზე ხელმისაწვდომობა დაკარგოს. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.  

"არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ თუ ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის საკითხს ეტყვის: "დიახ“, გაერთიანებული სამეფო ბაზარზე ხელმისაწვდომობას დაკარგავს  და ყველა უპირატესობას ევროზონა მიიღებს. მინდა, რომ აღნიშნულის შესახებ ყველას სრული ინფორმაცია ჰქონდეს", – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

გარდა ამისა, ფრანსუა ოლანდის განმარტებით, ლონდონისთვის ევროკავშირიდან გასვლა გარდაუვალი იქნება.

ბრიტანეთის ევროკავშირში წევრობის საკითხზე რეფერენდუმი ხვალ, 23 ივნისს გაიმართება. რეფერენდუმზე  წარმოდგენილი იქნება კითხვა: "გსურთ თუ არა გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირი იყოს".

ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ევროკავშირში დარჩენის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა ქვეყანაში თითქმის იგივეა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...