ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა

ოკუპირებული ცხვინვალის ე.წ. სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.

ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.

“რადიო თავისუფლების” ცნობით, ე.წ. სასამართლოს დახურულ სხდომას, რომელიც ცხინვალში გაიმართა, თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც ესწრებოდა ვლადიკავკაზელ ადვოკატთან ერთად. რადიო თავისუფლება ადგენს, რის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მოსამართლე ფატიმა პარასტაევამ.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორის რაიონში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.

შეგახსენებთ,  ამ ფაქტს, ქვეყნის მასშტაბით პროტესტი მოჰყვა. თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდა “თეთრი ხალათების” აქცია. ექიმები, დე ფაქტო ცხინვალის ხელისუფლებისგან ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

ასევე, ილია II ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, რუსეთის პატრიარქს მიმართავს 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად