ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში “პრეზიდენტის” და “პრემიერ-მინისტრის” შემდეგ “პარლამენტის სპიკერი” დაინფიცირდა კორონავირუსით

ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტის სპიკერი ალან თადთაევს კვირას კოვიდინფიცირება დაუდგინდა და იგი სახლში მკურნალობდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დღეს იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ალან თადთაევამდე კორონავირუსით “პრეზიდენტი”
ანატოლი ბიბილოვი და “პრემიერ-მინისტრი” გენადი ბეკოევი დაინფიცირდნენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მედია არაფერს წერს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად