ოკუპირებული ცხინვალი: დაკავებული საქართველოს მოქალაქე ე.წ. საზღვარზე ღამურების დასაჭერად გადმოვიდა

ცხინვალის დე ფაქტო უშიროება2020 წლის 3 ივლისს ე.წ. საზღვრის უკანანო კვეთის ბრალდებით დაკავებულ 47 წლის ხვიჩა მღებრიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც მორიგი დეზინფორმაციია საქართველოში არსებულ ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით.

დე ფაქტო უშიშროების განცხადებით, მახვილყურა ღამურით ლუგარის ცენტრში საქართველოში დაინტერესდა.

“გამოძიების ფარგლებში, გორის  მუნიციპალიტეტის, სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი ხვიჩა მღებრიშვილმა კგბ-ს თანამშრომლებს განუმარტა, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მისი ინტერესი იყო ღამურების კოლონა, რომლებიც სოფელ არცევში და გრომშია ბინადრობენ.

მღებრიშვილის თქმით, ის აპირებდა “ღამურების კოკონების“ მოპოვებას, შემდეგ კი 1 ცალის  5000 აშშ დოლარად რეალიზაციას. თუმცა, ეს არ არის პირველი ინტერესი ღამურების პოპულაციის. ეს 2012 წელს დაიწყო რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა” – ნათქვამი დე ფაქტო უშიშროების გავრცელებულ განცხადებაში. 

ასევე დე ფაქტო უშიშრობა დასძენს, რომ ღამურები, რომლები აღნიშნულ ტერიტრიაზე ბადრობენ არ აშენებენ ბუდეებს, კოკონებს და სხვა თავშესაფრებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...