ოკუპირებული გალის გამგებელი: შეგვიძლია, სკოლებში ქართულის ნაცვლად, მეგრული ენის სწავლება შევიტანოთ

ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. გამგებელი თემურ ნადარაია გამოცემა НУЖНАЯ ГАЗЕТА-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ოკუპირებული გალის საჯარო სკოლებში ქართული ენის ნაცვლად, მეგრული უნდა ისწავლებოდეს. ის ქართულ მხარეს აფრთხილებს, რომ “შიდა საქმეებში ჩარევას, ადეკვატური რეაქცია მოჰყვება”.

“იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მეგრელები არიან, რომლებიც მეგრულ ენაზე საუბრობენ, ჩვენ შეგვიძლია ქართულის ნაცვლად, მეგრული ენის სწავლება შევიტანოთ. ვფიქრობ, რომ ჩვენი მეცნიერებათა აკადემია ამ პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარება, მაგრამ ამ საკითხის განხილვა მაინც საჭიროა. რა თქმა უნდა, იქნებიან ადამიანები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან საქართველოში სწავლაზე. ქართული ენის შესწავლაში პირადად არავინ ერევა, მაგრამ სახელმწიფო სკოლებში ჩვენ არ ვართ ვალდებული, ქართულ ენაზე ინსტრუქცია მივცეთ.
მეგრული ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის მშობლიური ენა, ჩვენ კი ბავშვებს მივცემთ ამის უფლებას, რომ ის საჯარო სკოლებში ისწავლონ. ქართულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ თუ ისინი ჩვენს შიდა საქმეებში ჩაერევიან, ჩვენი რეაქცია ადეკვატური, სარკისებური იქნება და ჩვენ სახელმწიფოებრიობის დასაცავად  ზომებს მივიღებთ.

რაც შეეხება ჯანდაცვას, ეს უფრო რთული საკითხია. რადგანაც ის ადამიანების ცხოვრებას უკავშირდება, ჩვენ რაიმე პირობებს ვერ შევქმნით. თავად ვიცი, რომ საქართველოში არ წავალ, პატივით ვცხოვრობდი და მინდა პატივით მოვკვდე. მაგრამ ყველა ასე არ ფიქრობს – და არ მსურს ვინმეს განსჯა. როდესაც ჩვენ ჟენევაში ვიყავით, ეს თემა წამოიჭრა. მე ვქვი, რომ ჰუმანიტარული აქცია პოლიტიკური არ უნდა იყოს”,-აცხადებს თემურ ნადარაია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად