ოკუპირებული გალის გამგებელი: 160 ბავშვი გადავიდა საქართველოში სასწავლებლად, მკაცრი ზომები უნდა მივიღოთ!

ოკუპირებული გალის გამგებელი, თემურ ნადარაია გამოცემა НУЖНАЯ ГАЗЕТА-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში სასწავლებლად 160 ბავშვი გადავიდა, რის გამოც დე ფაქტო ხელისუფლებამ მკაცრი ზომები უნდა მიიღოს. მისი თქმით, ოკუპირებული გალის საჯარო სკოლებში ქართული ენის ნაცვლად, მეგრული უნდა ისწავლებოდეს.

“საქართველოში 160 ბავშვი წავიდა სასწავლებლად – ესენი ტყვარჩელის რაიონისა და გალის მკვიდრები არიან, 30 კი აფხაზურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში შევიდა. რეგიონის მოსახლეობის ინტეგრაციის ყველა ჩვენი მცდელობა საქართველოს ასეთი გადაწყვეტილებების გამო დაბლოკილია. ბუნებრივია, ჩვენ იძულებული ვიქნებით სხვა ზომებიც მივიოღოთ: რეგიონის მაცხოვრებლების უმეტეს ნაწილს, რომლებიც საქართველოში სწავლისთვის წავიდნენ, ბინადრობის ნებართვა აქვთ, ხოლო  “უცხოელთა მოქალაქეების სამართლებრივი სტატუსის შესახებ” მეათე კანონის მეთერთმეტე პუნქტის თანახმად, პირები, რომელთაც, ბინადრობის ნებართვა აქვთ და 6 თვეზე ნაკლები ცხოვრობენ აფხაზეთში, ბინადრობის ნებართვა ჩამოერთმევათ.

ჩვენ გვინდა ვუთხრათ საშუალო სკოლის სტუდენტებს, რომ მათ აქვთ უფლება აირჩიონ ქართული უნივერსიტეტები სასწავლებლად, მაგრამ წლის განმავლობაში ექვსი თვის შემდეგ, ისინი ბინადრობის ნებართვას დაკარგავენ და ვიზაზე აფხაზეთშიჩამოვლენ, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ეს არის ერთ-ერთი ზომა, რომელიც იძულებული ვართ, მივიღოთ. და მეორე ღონისძიება, რომლის განხილვა ჯერ კიდევ გვჭირდება ისაა, რომ სკოლებში ქართული ენების სწავლებას შეწყვეტთ.

იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მეგრელები არიან, რომლებიც მეგრულ ენაზე საუბრობენ, ჩვენ შეგვიძლია ქართულის ნაცვლად, მეგრული ენის სწავლება შევიტანოთ. ვფიქრობ, რომ ჩვენი მეცნიერებათა აკადემია ამ პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარება, მაგრამ ამ საკითხის განხილვა მაინც საჭიროა. რა თქმა უნდა, იქნებიან ადამიანები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან საქართველოში სწავლაზე. ქართული ენის შესწავლაში პირადად არავინ ერევა, მაგრამ სახელმწიფო სკოლებში ჩვენ არ ვართ ვალდებული, ქართულ ენაზე ინსტრუქცია მივცეთ. მეგრული ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის მშობლიური ენა, ჩვენ კი ბავშვებს მივცემთ ამის უფლებას, რომ ის საჯარო სკოლებში ისწავლონ. ქართულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ თუ ისინი ჩვენს შიდა საქმეებში ჩაერევიან, ჩვენი რეაქცია ადეკვატური, სარკისებური იქნება და ჩვენ სახელმწიფოებრიობის დასაცავად  ზომებს მივიღებთ”,-აცხადებს თემურ ნადარაია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად