ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ღორის გრიპით დაავადების ფაქტები გამოვლინდა

ოკუპირებული სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაფიქსირდა ღორის გრიპის პირველი შემთხვევა.

როგორც აფხაზური მედია იუწყება, ფაქტს ადასტურებს რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი- თერაპევტი ანჟელა არჩელია.

მისივე თქმით რესპუბლიკურ საავადმყოფოში H1N1 ვირუსით დაავადებული სამი ავადმყოფი მკურნალობს და სამივეს დაავადება ლაბორატორიულად დადასტურდა.

არჩელია აცხადებს, რომ პაციენტთა მიმართვიანობამ იმატა, თუმცა ის პანიკის საფუძველს ვერ ხედავს. ღორის გრიპით დაავადებულთაგან არც ერთი არ არის მოზარდი.

ოკუპირებულ აფხაზეთში ირწმუნებიან რომ ვირუსთან საბრძოლველად ყველა საჭირო პრეპარატი გააჩნიათ

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...