ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვალერი ბგანბა დაინიშნა

ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტმა ე.წ. პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ვალერი ბგანბა დანიშნა.

სააგენტო “ინტერფაქსის” კორესპონდენტის ცნობით, გადაწყვეტილება ოკუპირებული აფხაზეთის სახალხო ასამბლეის რიგგარეშე სხდომაზე ერთხმად მიიღეს.

დარბაზში დამსწრე 34-მა ე.წ. დეპუტატმა ვალერი ბგანბას კანდიდატურას მხარი დაუჭირა. მთლიანობაში, ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტში 35 დეპუტატია.

2014 წელს აფხაზეთში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დროს, ბგანბა ოკუპირებული აფხაზეთის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა. შემდეგ ოპოზიციამ, რომელსაც ყოფილი ე.წ. ხელმძღვანელი რაულ ხაჯიმბა ხელმძღვანელობდა, დე ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრ ანქვაბის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გადადგომა მოითხოვა და შედეგსაც მიაღწია.

12 იანვარს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა ოპოზიციის მხრიდან ზეწოლის ფონზე თანამდებობა დატოვა, რადგან ოპოზიციის ლიდერებმა 2019 წლის შემოდგომაზე ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების აღიარებაზე უარი თქვეს.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად