ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის დეპუტატი, ასლან ბჟანია ე.წ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

დეპუტატი ასლან ბჟანია ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, მისი ოფიციალური განცხადება ბრიფინგზე შტაბის ხელმძღვანელმა წაიკითხა. ინფორმაციას პორტალი Апсадгьыл-инфо ავრცელებს.

ასლან ბჟანიას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება – აპრილში ის მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დეპუტატი ვირუსული პნევმონიით დაავადდა, მაგრამ ოპოზიციამ განაცხადა, რომ იგი მოწამლული იყო.
ინტოქსიკაციის ფაქტი კვლევებითაც დადასტურდა, ანალიზი გერმანიასა და პოლონეთში მდებარე ლაბორატორიებში ჩატარდა.

“13 ივლისს, გერმანიის წამყვანი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევის შემდეგ ნათელი გახდა, რომ სიტუაცია უფრო სერიოზულია, ვიდრე მოსალოდნელი იყო. გამოჯანმრთელების დრო შესაძლოა გაჭიანურდეს”, – ნათქვამია ბჟანიას განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...