ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციამ რაულ ხაჯიმბას ძალის გამოუყენებლობისთვის მადლობა გადაუხადა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, აჰრა ავიძბამ “რესპუბლიკის ხელისუფლებას” მადლობა გადაუხადა, რომ ოპოზიციის მხარდამჭერების წინააღმდეგ ძალა არ გამოიყენეს,-ინფორმაციას სააგენტო “ინტერფაქსი” ავრცელებს.

ჟურნალისტებთან ინტერვიუში მან ასევე აღნიშნა, რომ “რაულ ხადიმბას (ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი_”აიპრესი”) წინააღმდეგ  საჩივრები არ არის”.

”ერთადერთი, რაც მისგან გვსურდა, ისმოდა. მადლობა ჩვენს ოპონენტებს, რომ სისხლიღვრა არ მოხდა”, -აღნიშნა მან.

ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა – ოპოზიციური ძალების ბლოკის ლიდერმა ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ “ქვეყანაში შექმნილი ვითარების მოგვარებაში დიდი როლი რუსეთმა ითამაშა”.

”დღეს, ერთი შეხედვით, მოლაპარაკებები შეუძლებელი იყო, მაგრამ რუსეთის წარმომადგენლების დახმარებით, ეს მოხდა. და ისინი ისე დადიოდნენ, არცერთი წვეთი სისხლი არ დაღვრილა, მხარეები ერთმანეთს უსმენდნენ”,- განაცხადა ავიძბამ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ წინა დღით თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. მანამდე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ე.წ. პრეზიდენტის ხელახალი არჩევა 22 მარტს მოითხოვა. განვითარებული მოვლენების ფონზე, რაულ ხაჯიმბამ თანამდებობა დატოვა.

მან გადადგომის შემდეგ ადგილობრივებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ის “აფხაზეთის საზოგადოებაში მშვიდობის მისაღწევად და ქვეყნის განვითარებისთვის ძალისხმევას გააგრძელებს.როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა აღნიშნა, მან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რათა აფხაზ საზოგადოებაში შემდგომი დაპირისპირება თავიდან აიცილოს, რასაც შესაძლოა მრავალი განსაცდელი და ტრაგედია მოჰყვეს. მან ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეებს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად