ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ შამგონასთან მომხარ ფაქტზე პასუხისმგებლობას ქართულ მხარეს ანიჭებს

დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ 6 აპრილს, დღის ოთხ საათზე, გალის რაიონის სოფელ თაგილონში, რამდენიმე პირმა სცადა საქართველოსთან “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” მდინარე ენგურის გავლით.

ე.წ. სუსის ინფორმაციით, მდინარის გადაცურვის დროს, ადიდებულმა წყალმა სამი მოქალაქე გაიტაცა, რამაც მათი სიკვდილი გამოიწვია. ცხედრები კი ზუგდიდის სოფელ შამგონაში იპოვეს.
“არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა განპირობებულია აფხაზეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსული პირების მიმართ ქართული მხარის მიერ დაწესებული სავალდებულო ხუთდღიანი კარანტინის თავიდან აცილების სურვილით”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან, მდინარე ენგურის გავლით გადმოდიოდნენ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით,  დღევანდელ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...