ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შსს: კორონავირუსით დაავადებული ქალი ზუგდიდში მკურნალობს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც მოსახლეობას აუწყებს, რომ ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, დე ფაქტო აფხაზეთის მოქალაქე არ არის, ამიტომ ის მკურნალობას ზუგდიდში გადის.

დე ფაქტო შსს ამტკიცებს, რომ მას დროებითი მაცხოვრებლის პასპორტი ჰქონდა და სოფელ საბერიოდანაა. ასევე ასახელებენ ქალის ვინაობას და ყველა პერსონალურ მონაცემს მის შესახებ საჯაროდ აქვეყნებენ, მისი ტირაჟირებისგან ჩვენ თავს ვიკავებთ.

აღნიშნული მოქალაქე მკურნალობას ზუგდიდში გადის. პრემიერ-მინისტრს განცხადებით, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს, მიიღებს სრულად იმ მომსახურებას, რომელსაც სახელმწიფო – საქართველო უწევს თავის მოქალაქეებს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად