ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი დღეს ვლადიმერ პუტინს შეხვდება

დღეს, ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

სამუშაო შეხვედრა ქალაქ სოჭში გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის  დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობისა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებს საკითხებს განიხილავენ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...