ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი მედია ავრცელებს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა 8459 კაცს, ხოლო კორონავირუსით გარდაიცვალა 108 კაცი. რუსეთის მედიისთვის 22 დეკემბერს მიცემულ ინტერვიუში ასლან ბჟანიამ მადლობა გადაუხადა რუსეთს პანდემიასთან ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთისგან სექტემბერში შეიძინა 20 ათასი დოზა „სპუტნიკ V” და ვაქცინაციის დაწყება თებერვალშია ნავარაუდები.