ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 1 პაციენტი მოჰყავთ

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოს ჩეღალის უბნიდან, ზუგდიდის ინფექციურ საავასმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანას კიდევ ერთი პაციენტი მოჰყავს.

არსებული ინფორმაციით, სასწრაფოს ჯგუფი პაციენტს, ამჯერადაც წალენჯიხის სოფელ ფახულანში დახვდა.
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 6 პაციენტი მკურნალობს.

29 მარტს, მოათავსეს საბერიოდან გადმოყვანილი, 50 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტრდა. 31 მარტს, ამავე სოფლიდან გადმოიყვანეს და ინფექციურში მოათავსეს 2 მცირეწლოვანი ბავშვიც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად