გახსნიდან პირველი დღის განმავლობაში, 7,5 ათასზე მეტმა ადამიანმა გადალახა დე ფაქტო აფხაზეთი-რუსეთის საზღვარი. ამის შესახებ ინფორმაციას gazeta.ru ავრცელებს.
“ორივე მიმართულებით, პირველ დღეს 1,907 მანქანამ გადალახა რუსეთ-აფხაზეთის საზღვარი”, – ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათ აღნიშნეს, რომ 5 ათასზე მეტი ადამიანი წავიდა რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში, ხოლო 2,5 ათასზე მეტი კი დე ფაქტო აფხაზეთიდან რუსეთში.
1 აგვისტოს რუსეთმა გააუქმა შეზღუდვა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასაზღვრო გადასასვლელთან, რომელიც კოროვირუსული პანდემიის გამო იყო დაწესებული.