კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის გარღვევის შედეგად, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაღუპულთა რაოდენობა 46-მდე გაიზარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროზე, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს, დაიღუპა 21 ადამიანი, ამის შესახებ განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ.

მისივე ცნობით, 31 ადამიანი უკვალოდ არის დაკარგული.