ოკუპირებულ სოხუმში, ასლან ბჟანიას ყოფილი მრჩევლის, ბენურ კვირაიას თბილისში ვიზიტს აპროტესტებენ

 „აფსნიპრესის“ ცნობით, აქციაზე შეკრებილები სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ინფორმაციამ შეაშფოთა, რომლის მიხედვითაც „პრეზიდენტ“ ასლან ბჟანიას ყოფილი მრჩეველი, ბენურ კვირაია თბილისში, თითქოს მოლაპარაკებების მიზნით ჩავიდა.

გარდა ამისა, დემონსტრატები გააღიზიანა ვიდეომ, სადაც საუბარია კვირაიას მეგობრის, დავით კვარაცხელიას სახელობის პარკის დაარსების შესახებ. აქციის მონაწილეებისთვის ეს მიუღებელია ღმოჩნდა, რადგან „დავით კვარცახელია მათ წინააღმდეგ იბრძოდა 1992-1993 წლებში“. „ჩვენ გვაინტერესებს პრლამენტის დეპუტატების აზრი ამ სიტუაციის შესახებ. ეს პირველი შემთხვევა არ არის მთავრობის მეთაურის მრჩევლისთვის. მანამდე ლაშა საქანია, ყოფილი მრჩეველი შეხვდა საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, რომლებმაც უკანონოდ გადმოკვეთეს მდინარე ენგურზე სახელმწიფო საზღვარი და მოვიდნენ ხატით. ასეთ ქმედებებს შეიძლება არასასურველი შედეგები მოჰყვეს“, – განაცხადა სახალხო მოძრაობა „არუაას“ თავმჯდომარე თემურ გულიამ.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...