ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს, ენგურის ხიდთან პიანისტმა დავით ალადაშვილმა კონცერტი გამართა

ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს, ენგურის ხიდთან ახალგაზრდა პიანისტმა დავით ალადაშვილმა კონცერტი გამართა. ალადაშვილმა ორი კვირის განმავლობაში მოძრავ სცენაზე დამონტაჟებული პიანინოთი იმოგზაურა და მთელი საქართველოს მაშტაბით 50 ამდე კონცერტი ჩაატარა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, იმედია ყალბ ე.წ საზღვარს მალე გადავლახავთ და კონცერტის ჩატარების საშუალება სოხუმშიც გვექნება. 

მისივე თქმით, პროექტის მიზანია საქართველოს ყველა რეგიონში ცოცხალი, კლასიკური მუსიკის ხმა გაიგონ. 

ტურნეს დასკვნითი კონცერტი დღეს – 22 სექტემბერს, თბილისში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...