ოკუპირებულ აფხაზეთში საარსებო მინიმუმი 342 ლარია, ცხინვალის რეგიონში კი 510 ლარი

ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საინფორმაციო საშუალებები საარსებო მინიმუმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლის საარსებო მინიმუმმა ნოემბრის დასაწყისისთვის შეადგინა 8 202 რუბლი (342 ლარი).

საარსებო მინიმუმი მოიცავს:

ხარჯებს სურსათზე – 5 610 რუბლი (234 ლარი)
ხარჯებს არასასურსათო საქონელზე – 1 608 რუბლი (67 ლარი)
ხარჯებს ფასიან მომსახურებაზე, გადასახადებზე, კომუნალურ გადასახადებს – 984 ლარი (41 ლარი)

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის მოწონებული გაანგარიშების თანახმად, 1 მოსახლის საარსებო მინიმუმმა მე-3 კვარტალში 12 238 რუბლი (510 ლარი) შეადგინა.

ძირითადი სოციალურ-ეკონომიური ჯგუფების საარსებო მინიმუმების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პენსიონერთა საარსებო მინიმუმი 9964 რუბლია ( 416 ლარი), ბავშვების კი 13 996 რუბლი (559 ლარი).

საარსებო მინიმუმებს შორის არსებული განსხვავება სხვა ფაქტორებთან ერთად გამოწვეულია დათვლის განსხვავებული მეთოდიკითაც.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის ინფორმაციით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი ოქტომბრის თვეში 224 ლარი იყო.

კომენტარები
იტვირთება...