ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 1116-ს მიაღწია

ოკუპირებული აფხაზეთის საინფორმაციო საშუალებები განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ

განვლილ 24 საათში ჩატარებული 197 ტესტიდან 31,5%-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. შედეგად, კოვიდინფიცირების შემთხვევების რაოდენობა რეკორდულად, 62-ით გაიზარდა.

გავლილ 24 საათში კორონავირუსით 1 კაცი გარდაიცვალა.

სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 1116 შემთხვევაა დაფიქსირებული. კორონავირუსით გარდაცვლილია 8 კაცი.

1 აგვისტომდე ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 84 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. დე ფაქტო ხელისუფლების მიერ რუსეთიდან ტურისტების დაუბრკოლებლივ მიღების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ინფიცირების შემთხვევები აგვისტოში 84-დან 330-მდე, 293%-ით გაიზარდა.

აგვისტოში, ოკუპირებულ აფხაზეთში დღეში საშუალოდ ინფიცირების 8 შემთხვევა ფიქსირდებოდა. სექტემბრის 23 დღის განმავლობაში ინფიცირების 786 შემთხვევაა გამოვლენილი, დღეში, საშუალოდ 34.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად