ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტების 38,9%-ში დადებითი შედეგი დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის საინფორმაციო საშუალებები განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ.

განვლილ 24 საათში ჩატარებული 167 ტესტიდან 39%-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. შედეგად, კოვიდინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 65-ით გაიზარდა.

სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 1590 შემთხვევაა დაფიქსირებული. კორონავირუსით გარდაცვლილია 12 კაცი.

1 აგვისტომდე ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 84 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. დე ფაქტო ხელისუფლების მიერ რუსეთიდან ტურისტების დაუბრკოლებლივ მიღების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ინფიცირების შემთხვევები აგვისტოში 84-დან 330-მდე, 293%-ით გაიზარდა.

სექტემბერში კოვიდინფიცირების 1128 შემთხვევა გამოვლინდა და ზრდამ აგვისტოსთან შედარებით 242% შეადგინა. დღიურად დაფიქსირებულ შემთხვევათა საშუალო აგვისტოში 8, ხოლო სექტემბერში 38 იყო.

ოქტომბრის განვლილ 2 დღეში ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების132 შემთხვევა დაფიქსირდა, დღეში, საშუალოდ, 66.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად