ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა.

სულ, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული. მათგან ერთი გარდაიცვალა, ორი განიკურნა, 7 ინფიცირებული კი გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად