ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა

ამის შესახებ ინფორმაციას sputnik-abkhazia ავრცელებს

დე ფაქტო აფხაზეთის მთავარი სანიტარული ექიმის, ლიუდმილა სკორიკის  განცხადების თანახმად, მამაკაცი, რომელის რუსეთიდან აფხაზეთში 29 მარტს შევიდა, გუდაუთის საავადმყოფოშია ჰოსპიტალიზირებული.

მამაკაცის ვინაობა არ სახელდება. ცნობილია, რომ იგი გაგრაში, რვასართულიან სახლში ცხოვრობს. მან თავი ცუდად 4 აპრილს იგრძნო. როდის გადაიყვანეს იგი საავადმყოფოში ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ამჟამად ცდილობენ დაადგინონ ყველა ის პიროვნება, ვისთანაც მამაკაცს და მის მეუღლეს ჰქონდა კონტაქტი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად