ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების მე-2 შემთხვევა დაფიქსირდა

ამის შესახებ ინფორმაციას sputnik-abkhazia ავრცელებს

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ინფიცირება დაუდგინდა მამაკაცს, რომელიც რუსეთიდან აფხაზეთში 29 მარტს შევიდა და 4 აპრილს გახდა ცუდად.

მამაკაცის ვინაობა არ დაუსახელებიათ, თუმცა აღინიშნა, რომ იგი გაგრაში, რვასართულიან კორპუსში ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა მასთან კონტაქტის მქონე ერთ-ერთ პიროვნებას. მის მდგომარეობას ექიმები დამაკმაყოფილებლად აფასებენ.

მოსკოვიდან დაბრუნებული მამაკაცის მდგომარეობა, ექიმების თქმით, საშუალო სიმძიმისაა.

დღესვე, გაგრაში კომენდანტის საათი დაწესდა და მოქალაქეებს 20:00-დან 07:00 საათამდე საცხოვრებელი სახლის გარეთ ყოფნა აეკრძალათ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად