ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის ოპერატიული შტაბის განცხადებით, განვლილი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მოსკოვიდან დაბრუნებულ 7 კურსანტს. ყველა მათგანი გუდაუთის საავადმყოფოშია.
 
სულ, დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირება 35 პირს დაუდგინდა. მათგან 27 გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად