ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 შემთხვევა დაფიქსირდა

ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის მედია ავრცელებს

პორტალის ცნობით, ინფიცირება დაუდგინდა რუსეთის უმაღლესი სასწავლებლის 2 სტუდენტს, რომლებიც სასტუმრო “აიტარში” იმყოფებოდნენ კარანტინში.

სულ, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 9 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული. მათგან ერთი გარდაიცვალა, 2 განიკურნა, გუშინ და დღეს გამოვლენილი 6 ინფიცირებული კი გუდაუთის ჰოსპიტალში მკურნალობს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად