ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 11, ხოლო ინფიცირებულთა კი 1387 გახდა

ოკუპირებული აფხაზეთის საინფორმაციო საშუალებები განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ

განვლილ 24 საათში ჩატარებული 92 ტესტიდან 38%-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. შედეგად, კოვიდინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 35-ით გაიზარდა (დაავადების დინამიკის ამსახველ გრაფიკზე ნაჩვენებია, რომ 29 სექტემბერს გამოვლენილია კოვიდინფიცირების 59 შემთხვევა. უცნობია, რამ გამოიწვია აღნიშნული განსხვავება – “აიპრესი”)


 
სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 1387 შემთხვევაა დაფიქსირებული.
 
განვლილ 24 საათში კორონავირუსით 1 კაცი. სულ კორონავირუსით გარდაცვლილია 11 კაცი. ამ რაოდენობაში არ შედის დღეს სოჭის საავადმყოფოში გარდაცვლილი აფხაზეთის მცხოვრები, რომელიც იქ სანიტარული ავიაციით გადაიყვანეს.
 
1 აგვისტომდე ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 84 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. დე ფაქტო ხელისუფლების მიერ რუსეთიდან ტურისტების დაუბრკოლებლივ მიღების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ინფიცირების შემთხვევები აგვისტოში 84-დან 330-მდე, 293%-ით გაიზარდა.
 
აგვისტოში, ოკუპირებულ აფხაზეთში დღეში საშუალოდ ინფიცირების 8 შემთხვევა ფიქსირდებოდა. სექტემბრის 29 დღის განმავლობაში ინფიცირების 1057 შემთხვევაა გამოვლენილი, დღეში, საშუალოდ 36.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად