ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით გარდაცვალების მე-5 შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის საინფორმაციო საშუალებები განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოხუმის საავადმყოფოში მყოფი 74 წლის პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაყვანის დროს გარდაიცვალა გზაში.

განვლილ 24 საათში ჩატარებულიტესტების (110) 13%-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. შედეგად, კოვიდინფიცირების შემთხვევებis რაოდენობა 14-ით გაიზარდა.

სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 516 შემთხვევაა დაფიქსირებული. კორონავირუსით გარდაცვლილია 5 კაცი.

1 აგვისტომდე ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 84 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. დე ფაქტო ხელისუფლების მიერ რუსეთიდან ტურისტების დაუბრკოლებლივ მიღების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ინფიცირების შემთხვევები აგვისტოში 84-დან 330-მდე, 293%-ით გაიზარდა.

აგვისტოში, ოკუპირებულ აფხაზეთში დღეში საშუალოდ ინფიცირების 8 შემთხვევა ფიქსირდებოდა. სექტემბრის პირველი 6 დღის ინფიცირების 186 შემთხვევაა გამოვლენილი, დღეში, საშუალოდ 31

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად