ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Covid 19-ით გუდაუთის საავადმყოფოში 64 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში 5 ნოემბერს მოათავსეს. მეორე პაციენტი, 80 წლის ქალი, სოხუმის მრავალპროფილური ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს. საერთო ჯამში კი ოკუპირებულ
აფხაზეთში კორონავირუსით სულ 70 ადამიანია გარდაცვლილი.

გასულ დღე ღამეში ოკუპირებულ აფხაზეთში 208 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან კორონავირუსი 62-ს დაუდასტურდა. სულ დადასტურებულია 5442, გამოჯანმრთელებულია 3623 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად