ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი “sputnik-abkhazia” ავრცელებს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის ოპერატიული შტაბის წარმომადგენელთა განცხადებით, დღეს კორონავირუსით ინფიცირებული 4 პირი გამოვლინდა.
დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 3 პირს ჰქონდა დადგენილი, მათგან 2 განიკურნა, ერთი კი გარდაიცვალა.
ამჟამად სოხუმში, სასტუმრო “აიტარში”, კარანტინში იმყოფება რუსეთის სამხედრო სასწავლებლების 209 კურსანტი.