ოკუპირებულ აფხაზეთში, განვლილ 24 საათში კორონავირუსით 3 კაცი გარდაიცვალა და 95 დაინფიცირდა

ოკუპირებული აფხაზეთის საინფორმაციო საშუალებები განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ.

განვლილ 24 საათში ჩატარებული 288 ტესტიდან 33%-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. შედეგად, კოვიდინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 95-ით გაიზარდა.

სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 2071 შემთხვევაა დაფიქსირებული.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით 3 კაცი გარდაიცვალა. სულ, კორონავირუსით გარდაცვლილია 19 კაცი.

1 აგვისტომდე ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 84 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. დე ფაქტო ხელისუფლების მიერ რუსეთიდან ტურისტების დაუბრკოლებლივ მიღების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ინფიცირების შემთხვევები აგვისტოში 84-დან 330-მდე, 293%-ით გაიზარდა.

სექტემბერში კოვიდინფიცირების 1128 შემთხვევა გამოვლინდა და ზრდამ აგვისტოსთან შედარებით 242% შეადგინა. დღიურად დაფიქსირებულ შემთხვევათა საშუალო აგვისტოში 8, ხოლო სექტემბერში 38 იყო.ოქტომბრის განვლილ 8 დღეში ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 613 შემთხვევა დაფიქსირდა, დღეში, საშუალოდ, 77

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად