ოკუპირებულ აფხაზეთში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 1 კაცი გარდაიცვალა და 69 დაინფიცირდა

ოკუპირებული აფხაზეთის საინფორმაციო საშუალებები განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ.

განვლილ 24 საათში ჩატარებული 209 ტესტიდან 33%-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. შედეგად, კოვიდინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 69-ით გაიზარდა.

სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 1659 შემთხვევაა დაფიქსირებული.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით 1 კაცი გარდაიცვალა. სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, გარდაცვლილია 13 კაცი.

1 აგვისტომდე ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 84 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. დე ფაქტო ხელისუფლების მიერ რუსეთიდან ტურისტების დაუბრკოლებლივ მიღების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ინფიცირების შემთხვევები აგვისტოში 84-დან 330-მდე, 293%-ით გაიზარდა.

სექტემბერში კოვიდინფიცირების 1128 შემთხვევა გამოვლინდა და ზრდამ აგვისტოსთან შედარებით 242% შეადგინა. დღიურად დაფიქსირებულ შემთხვევათა საშუალო აგვისტოში 8, ხოლო სექტემბერში 38 იყო.

ოქტომბრის განვლილ 3 დღეში ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 201 შემთხვევა დაფიქსირდა, დღეში, საშუალოდ, 67

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად