ოკუპირებულ აფხაზეთში, განვლილ 24 საათში 30 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა

ოკუპირებული აფხაზეთის საინფორმაციო საშუალებები განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ

ანვლილ 24 საათში ჩატარებული 160 ტესტიდან 19%-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. შედეგად, კოვიდინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 30-ით გაიზარდა.

სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 756 შემთხვევაა დაფიქსირებული. კორონავირუსით გარდაცვლილია 7 კაცი.

1 აგვისტომდე ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 84 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. დე ფაქტო ხელისუფლების მიერ რუსეთიდან ტურისტების დაუბრკოლებლივ მიღების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ინფიცირების შემთხვევები აგვისტოში 84-დან 330-მდე, 293%-ით გაიზარდა.

აგვისტოში, ოკუპირებულ აფხაზეთში დღეში საშუალოდ ინფიცირების 8 შემთხვევა ფიქსირდებოდა. სექტემბრის 16 დღის განმავლობაში ინფიცირების 426 შემთხვევაა გამოვლენილი, დღეში, საშუალოდ 27

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად