ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის ე.წ. მარაოსებრი გათიშვის გრაფიკი გაუქმდა

ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ

ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები „ჩერნომორენერგოს” პრეს-სამსახურზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ელექტროენერგიის ე.წ. მარაოსებრი გათიშვის გრაფიკი გაუქმებულია ოკუპირებული აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე.

პრეს-სამსახურის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ენერგოსისტემა ერთი კვირის განმავლობაში ტესტურ რეჟიმში იმუშავებს და ამის გამო, შესაძლებელია, ელექტროენერგიის მიწოდებაში უმნიშვნელო შეფერხებებს ჰქონდეს ადგილი.

გრაფიკის გაუქმება ენგურჰესზე 20 იანვარს დაწყებული სამუშაობების ვადაზე ადრე დასრულების შედეგია. ენგურჰესის რემონტის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთიდან საქართველოში იმპორტით შემოტანილი ელექტროენერგია და აგრეთვე, ვარდნილჰესის მიერ გამუმუშავებული ელექტროენერგია მიეწოდებოდა

სულ, ოკუპირებული აფხაზეთის მიერ 2019 წლის პირველ კვარტალში მიწოდებულია 919.013 მლნ კვტსთ ელექტროენერგია. აქედან 182.489 მლნ კვტ სთ ენგურჰესის და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიათა ჯამია, ხოლო 750.347 მლნ კვტსთ კი საქართველოში რუსეთიდან იმპორტით შემოტანილი და ოკუპირებული აფხაზეთის მიერ მოხმარებული (სხვაობა განპირობებულია დანაკარგებით – „აიპრესი”).

აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში „თელასისთვის” მიწოდებულმა ელექტროენერგიამ შეადგინა 722,780 მლნ კვტსთ ანუ ოკუპირებული აფხაზეთისთვის მიწოდებულ ელექტროენერგიაზე 196.233 მლნ.კვტსთ-ით ნაკლები

შეგახსენებთ, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული ელექტროენერგიის რაოდენობით ოკუპირებული აფხაზეთი ოდნავ ჩამორჩება მსოფლიო რეიტინგში მე-10 ადგილზე მყოფ აშშ-ს

რეგიონში, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე ელექტროენერგიის მოხმარებით მსოფლიოში მოწინავეთა შორისაა, უშუქობა გახშირდა

აგრეთვე შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთს 2007-2020 წლებში ენგურის და ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 42,76% მიეწოდა, ცალკე აღებულ 2020 წელს კი – (2552,4 მლნ კვტსთ ) 76,72%.

2020 წელს დე ფაქტო აფხაზეთს „ენგურჰესის” და „ვარდნილჰესის” მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 76,72% მიეწოდა

შარშან ენგურის და ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული იყო 3 326.8 მლნ კვტსთ. სადერივაციო გვირაბზე სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ენერგეტიკოსები არანაკლებ 10%-იან ზრდას ვარაუდობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...