ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე ქართულ მხარეს გადმოსცეს

უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა.

მას ერგნეთში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური პირადად დახვდნენ.

უკანონოდ დაპატიმრებული ზაზა გახელაძე ცხინვალის ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა “შეიწყალა”.

ანატოლი ბიბილოვის ბრძანება დღეს გამოქვეყნდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა 5 თებერვალს მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.

კომენტარები
იტვირთება...