ოკუპანტების მიერ დაჭრილი და დაკავებული ზაზა გახელაძის მეუღლე: წითელ ჯვარს ცხინვალში შესვლის ნებას დღემდე არ რთავენ

წითელ ჯვარს ცხინვალში შესვლის ნებას დღემდე არ რთავენ, – ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა რუსი ოკუპანტების მიერ ფეხში დაჭრილი და დაკავებული საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის მეუღლემ ირმა ბუთხუზმა.

“ბოლო გზავნილი ის არის, რომ გამოდიან კონტაქტზე და გვამშვიდებენ, რომ ზაზას მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება. იზოლატორშია გადაყვანილი და იქაც მიმდინარეობის სამედიცინო დახმარება. ყოველდღე უხვევენ ფეხს.

წითელი ჯვარი დღემდე არ შესულა. არ აქვთ პასუხი, რატომ ვერ შედიან. რატომ არ რთავენ შესვლის ნებას, ეს არ ვიცით ჩვენ.

ოჯახმა ორი წერილი გავუგზავნეთ ზაზას, მივიდა თუ არა ადრესატამდე არ ვიცით, საპასუხო წერილი არ მიგვიღია”, – განაცხადა ირმა ბუთხუზმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად