ოკლაჰომას სამხედრო ავიაბაზაზე მომხდარ კატასტროფას ორი მფრინავი ემსხვერპლა

აშშ-ში, ოკლაჰომაში, სამხედრო ავიაბაზაზე Vance Air Force base მომხდარი შეჯახების შედეგად ორი მფრინავი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ბაზის პრესსამსახური ავრცელებს.

ინციდენტი T-38 Talon სერიის ორ სამხედრო თვითმფრინავს შეემთხვა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მფრინავები სასწავლო გაფრენას ახორციელებდნენ. ამ ეტაპზე, მომხდარის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავების ბორტზე თითო-თითო ადამიანი იმყოფებოდა.

მიმდინარე წლის ოქტომბერში კი, აშშ-ის შტატ ჯორჯიაში ავიაკატასტროფა განიცადა კანადის სამეფო საჰაერო ძალების სასწავლო-სავარჯიშო თვითმფრინავმა CT-144 Tutor-მა. თუმცა მაშინ, მფრინავმა კატაპულტირება მოასწრო. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად