ოხანაშვილი ODIHR-ს დამკვირვებლებს: გთხოვთ, “ნაცმოძრაობის”ქცევა დააფიქსირეთ!

„მინდა ეუთო/ ოდირის დამკვირვებლებს ვთხოვო დააფიქსიროთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ეს ქცევა და პოზიცია”,-განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს სურთ კომიტეტის სხდომა ისე წარმართონ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისგან, კითხვებზე პასუხი ვერ მიიღოს.

” მე თქვენთვის, არასდრო მომიმართავს დაგეფიქსირებინათ მსგავსი ქცევა. როგორც მონიტორინგის ჯგუფს მოგიწოდებთ დააფიქსიროთ თქვენს ანგარიშში ის ქცევა, რასაც ადგილი ჰქონდა მთელი ამ ხნის განმავლობაში, რასაც კადრულობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომ არ სურთ პროცესი წარმართონ ისე, რომ მივიღოთ შეკითხვებზე პასუხი. ეს დააფიქსირეთ ყველას გთხოვთ. გვაქვს გამოყოფილი დრო, პოლიტიკურად შეთანხმებულები ვართ, აქამდე შეთანხმებას მივყვებით და დაიცავით ეს პოლიტიკური შეთანხმება, შემდეგ კი, კომიტეტის გადაწყვეტილება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად