ოხანაშვილი ზარდიაშვილის მანდატის დატოვებაზე: ეს საკითხი უმრავლესობაში არ განიხილულა, ამის შესახებ “ტვპირველიდან” გავიგე

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებტან აცხადებს, რო საპარლამენტო უმრაველოსბის წევრის ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის შესაძლო დატოვების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

ოხანაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობაში მსგავსი საკითხი არც განხილულა.

“მსგავსი საკითხი უმრავლესობაში არც განხილულა. მე აღნიშნული ინფორმაცია პირველად გავიგე “ტვ პირველის“ მეშვეობით. შესაბამისად არანაირი მსგავსი ინფორმაცია არც განიხილება გუნდში, არც განხილულა და არც მე გამაჩნია. “,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, “ტვპირველის” ინფორმაციით, შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა უახლოეს დღეებში დეპუტატის მანდატი დატოვოს. თუმცა, ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და არც უარყოფს ვანო ზარდიაშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად